წესები და პირობები

  1. ტერმინთა განმარტება

შუამავალი კომპანია – შპს „ოთახი“ (ს/კ 405388959)

მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შედის შპს „ოთახის“ ვებ – გვერდზე (www.eroom.ge) და ყიდულობს შეთავაზებულ პროდუქციას.

ხელშეკრულება – წინამდებარე წესებისა და პირობების ერთობლიობა, რომელსაც მომხმარებელი პროდუქციის შეძენისას ეთანხმება.

  1. წინამდებარე ვებ – გვერდი წარმოადგენს შპს „ოთახის“ საკუთრებას.
  2. შპს „ოთახი“ არ წარმოადგენს ვებ – გვერდზე (www.eroom.ge) განთავსებული პროდუქციის უშუალო გამყიდველს.
  3. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საავტორო და ინტელექტუალური უფლებები, არ განახორციელოს ვებ – გვერდიდან არსებული ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივი კოპირება და ნებისმიერი ფორმითა და მიზნით მისი გავრცელება.
  1. რეგისტრაციისა და შეკვეთის განხორციელების პროცედურა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

2.1. მომხმარებლის მიერ საიტზე დარეგისტრირება და შეკვეთის განხორცილება ნიშნავს ავტომატურად შეთავაზებულ წესებსა და პირობებზე თანხმობას.

2.2. მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ვებ – გვერდზე რეგისტრაციით, ისე მის გარეშე.

2.3. თუ მომხმარებელი აირჩევს ვებ – გვერდზე რეგისტრაციას, აღნიშნულისთვის საჭიროა ელექტრონული ფოსტა, მის მიერ შერჩეული პაროლი და საკონტაქტო ნომერი, რომელზეც მოხდება საჭიროებისამებრ დაკავშირება.

2.4. თუ მომხმარებელი პროდუქციას შეიძენს რეგისტრაციის გარეშე, იგი ვალდებულია ელექტრონული შეკვეთისას მიუთითოს მისი ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ნომერი, რომელზეც მოხდება საჭიროებისამებრ დაკავშირება.

2.5. მომხმარებლის მიერ ელექტრონული შეკვეთის განხორციელებისას, მას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შეკვეთის შესახებ ინფორმაცია.

2.6. მომხმარებელი ვალდებულია ელექტრონული შეკვეთის განხორციელებამდე ყურადღებით შეამოწმოს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტისა და საკონტაქტო ნომრის სისწორე, ასევე,  სასურველი ნივთის აღწერილობა და შეძენის პირობები.

2.7. მომხმარებლის მიერ ელექტრონული შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მონაცემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

2.8. მომხმარებელი შეძენილ პროდუქციას მიიღებს კურიერის მეშვეობით მის მიერ გადმორიცხული თანხის ასახვიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

2.9. მომხმარებლის მიერ შეკვეთა დადასტურებულად ითვლება მის მიერ შუამავლი კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვის მომენტიდან.

2.10. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა შეცდომით შეუკვეთა ნივთი და სურს მისი შეცვლა, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ,  მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღისა აცნობოს აღნიშნულის შესახებ შუამავალ კომპანიას ელექტონული ფოსტის მეშვეობით. ამასთან, გაცვლილი ნივთის საკურიერო მომსახურების ღირებულებასა და ნივთების ღირებულების სხვაობას ფარავს მომხმარებელი.

2.11.მომხმარებელი ვალდებულია ელექტრონული შეკვეთის ღირებულება გადარიცხოს ინვოისში მითითებულ საბანკო ანგარიშზე და მიუთითოს შეკვეთის ნომერი.

2.12.უცხოური ვალუტით ყიდვის შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას შესრულებული ტრანზაქციის  კურსთა შორის სხვაობაზე.

  1. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

3.1. შუამავალი კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში, თუ:

3.1.1. თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა შეძენილი პროდუქცია (გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მიღებულია სპეციალური შეკვეთა და მის დამზადებას სჭირდება გონივრული დრო).

3.1.2. მიწოდებული პროდუქცია არ ემთხვევა შეძენილს.

3.1.3. პროდუქცია დაზიანებულია.

შენიშვნა: დაბრუნების პირობები მოქმედებს კურიერის თანდასწრებით აღმოჩენილი ნაკლის შემთხვევაში.

3.2. იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა 3.1.2, 3.1.3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შუამავალ კომპანიას შეატყობინოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პროდუქციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) საათის განმავლობაში.

შენიშვნა: პროდუქცია დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ორიგინალი შეფუთვა არ არის დაზიანებული და შენარჩუნებულია ნივთის პირვანდელი მდგომარეობა.

3.3. დასრულებული ელექტრონული შეკვეთის გაუქმება არ არის შესაძლებელი  იმ შემთხვევაში, თუ ნივთი მარაგში არ არის და ნივთის დამზადებას ესაჭიროება გონივრული ვადა.

3.4. მომხმარებელს უფლება აქვს ელექტრონული შეკვეთა გააუქმოს არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთი მარაგშია და მისი ღირებულება შუამავალი კომპანიის ანგარიშზეა ასახული.

3.5. ელექტრონული შეკვეთა არ ექვემდებარება გაუქმებას, თუ ნივთი უკვე კურიერს აქვს გადაცემული.

გადახდის მეთოდები

ჩვენ გთავაზობთ ერთ – ერთ ყველაზე უსაფრთხო გადახდის მეთოდებს.

უნაღდო ანგარიშსწორებით ან ანგარიშზე თანხის შეტანით Tbcpay და Expresspay აპარატების საშუალებით.

მალე დაემატება გადახდის სხვა მეთოდებიც.

მიწოდების პირობები

 

I ზონა თბილისი, წყნეთი, კოჯორი,  კიკეთი – 5.50 ლარი

II ზონა – გორი, ხაშური, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ახალციხე, რუსთავი, თელავი, გურჯაანი, ზუგდიდი, სამტრედია, ზესტაფონი, სენაკი, აბაშა, ქობულეთი, მცხეთა, ბორჯომი, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, ქსანი, სიღნაღი, საგარეჯო, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ყვარელი, გონიო, სარფი – 7 ლარი

III ზონა – ყველა სხვა დასახლებული პუნქტი საქართველოს მასშტაბით – 13 ლარი

მიწოდება ხორციელდება:

თბილისის მასშტაბთ: 2 -3 სამუშაო დღის განმავლობაში.

რეგიონში: 5 – 6 სამუშაო დღის განმავლობაში.